ძაღლი

ძაღლი
ეს ბლოგი არის ძაღლების მოყვარულებისთვის.... ვისაც ძაღლები უყვარს ეს ბლოგი არ უნდა გამოტოვოს...

пятница, 10 декабря 2010 г.

და;მატა ძაღლები



ტანადი და გრაციოზული დალმატინელი ეს არის ჭეშმარიტად უნიკალური ჯიში როგორც სილამაზის, ისე ხასიათის მიხედვით. დალმატინელთა შეფერილობაა წმინდა თეთრი პატარა მრგვალი, კარგად გამოკვეთილი შავი ან ყავისფერი ლაქებით. ამ ჯიშის ბეწვი მოკლეა, მჭიდროდ მიკრობილი, უხეში. ძაღლი ტოვებს ბალანსირებისა და სიმეტრიულობის შთაბეჭდილებას. დალმატინელი ძლიერი და კუნთოვანია, იწონის 23-25 კგ-ს, ხოლო მისი სიმაღლე მინდაოში არის 48-58 სმ. მკერდი არაა ძლიერი ფართო, მაგრამ ღრმაა. ყურები დასმულია მაღლა, ისინი საშუალო ზომისაა, მომრგვალო.

ისტორია.დალმატინელის სამშობლოა – დალმაცია (ისტორიული მხარე ბალკანეთის ნახევარკუნძულზე). თუმცა, ჩვეულებრივ, დალმეტინელს თვლიან ინგლისურ ჯიშად, ძირითად, იმიტომ, რომ იგი ძალიან პოპულარული იყო დიდ ბრიტანეთში XVIII საუკუნეში საკარეტო ძაღლის სახით. დალმატინელი მირბოდა კარეტის გვერდით და ათავისუფლებდა გზას ცხენების წინ და გვერდით, როდესაც ისინი დასახლებულ პუნქტებში იყვნენ. მოგვიანებით, ეს ძაღლი გახდა უბრალოდ სიმბოლო და თან ახლდა ეკიპაჟს სილამაზისათვის. თუმცა, ლაქებიანი ძაღლების ფიგურები ნაპობია გათხრებისას საბერძნეთში. ე.გ. ეში, წიგნის “ძაღLები და მათი ისტორიის” ცნობილი ავტორი წერს, რომ პაქებიანი ძაღლები გამოსახულნი იყვნენ ძვ. წ. 2000 წლით დათარიღებულ ფიცრებზე. აშკარაა, რომ დალმატინელი – ძველი ჯიშია, რომელიც ჩვენამდე ღრმა წარულიდან მოვიდა და განიცადა ცვლილებები.

ხასიათი. არსებობს, მინიმუმ 101 მოსაზრება დალმატინელის აყვანის სასარგებლოდ. ეს გულღია და სასიამოვნო სახლის საყვარელი არსებაა, თუმცა ზოგიერთი მფლობელისათვის შეიძლება რთული აღმოჩნდეს მისი სიმკვირცხლე და ძლიერი აგებულობა. დალმატინელი დამჯერი, მეგობრულია, ყოველთვის კარგ ხასიათზე და ადამიანის საუკეთესო მეგობრის როლს სხვა ჯიშის ძაღლებზე ყველაზე უკეთ შეასრულებს.




Комментариев нет:

Отправить комментарий