ძაღლი

ძაღლი
ეს ბლოგი არის ძაღლების მოყვარულებისთვის.... ვისაც ძაღლები უყვარს ეს ბლოგი არ უნდა გამოტოვოს...

пятница, 10 декабря 2010 г.

საშუალო ტანის ძაღლები

საშუალო ტანის ძაღლები მთელ მსოფლიოში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მათ აითვისეს ყველაფერი საუკეთესო პატარა და დიდი ზომის ძაღლებისაგან. საშუალო ტანის ძაღლს შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს სახლში ღამით დაუპატიჟებელ სტუმარს. ამავდროულად, მასთან თავისუფლად შეგიძლიათ სათამაშოდ გაუშვათ თქვენი პატარა (სასურველია 3 წლის ზემოთ). ასეთი ტანის ძაღლების არჩევანი საკმაოდ ფართოა, ისევე როგორც ასორტიმენტი მათთვის საჭირო ნივთებისა. შედარებით იოლია იშოვოთ თქვენთვის მოსაწონი ყელსაბამი, ჭურჭელი და ნებისმიერი სხვა აქსესუარი. საშუალო ტანის ძაღლების მოვლა შედარებით ადვილია, ვიდრე გიგანტი ძაღლებისა. ამასთან ისინი დაცვისუნარიანიობით დიდი ტანის ძაღლებს არაფრით ჩამოუვარდებიან. მათ სატარებლად საკმარისია მომცრო ზომის ავტომობილიც.
თუ თქვენ გსურთ იყოლიოთ ძაღლი ოჯახისა და ქონების დასაცავად, ამისათვის იდეალური ვარიანტებია: ამერიკული სტაფორდშირ ტერიერი, ბულტერიერი, ბოქსიორი, ალანო და სხვა. კომპანიონი ძაღლის შემთხვევაში კი დალმატინი, ლაბრადორ რეტრივერი, კოლი, მიტელშნაუცერი და სხვა.
ნათქვამია, ოქროს შუალედი საუკეთესოაო!



Комментариев нет:

Отправить комментарий